მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის ფარგლებში სკოლების ფასილიტატორების შერჩევის კრიტერიუმები დაამტკიცა. იმისთვის, რომ პედაგოგი ფასილიტატორი გახდეს ის შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკაყოფილებდეს:
- უნდა ჰქონდეს საგნობრივი ცოდნა
- უნდა შეეძლოს თანამედროვე პედაგოგიური მიდგომების გამოყენება
- მუდმივად უნდა ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე
- გააჩნდეს მაღალი პროფესიული მოტივაცია
- ჰქონდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი
ფასილიტატორის ძირითადი ფუნქცია არის საკუთარი კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, მათი დახმარება სქემით გათვალისწინებული აქტივობების წარმატებით განხორციელებაში. მას შეუძლია დახმარება გაუწიოს მასწავლებლებს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური კონსულტაციების სახით.
No comments:
Post a Comment